"მაკ დონალდსის" ჰამბურგერი

ინგრედიენტები

საქონლის და ღორის შერეული ფარში - 300 გრ

ხახვი - 1 თავი

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

მდნარი ყველის ფენები - 4 ცალი

სალათის ფოთოლი - 4 ცალი

კიტრის მწნილი - 2 ცალი

პომიდორი - 1 ცალი

კეჩუპი

მაიონეზი

მომზადების წესები

შერეულ  ფარშს  შეურიეთ  გატარებული  ხახვი, მარილი და წიწაკა. გააკეთეთ  პატარა  გუნდები,  გააბრტყელეთ,  შეახვიეთ  პერგამენტის  ქაღალდში  და  შეინახეთ  საყინულეში  20  წუთი.

20  წუთის  შემდეგ  გააცხელეთ  ტაფა,  მოუსვით  კარაქი  და  შეწვით  გაყინული  ხორცი,  ნელ  ცეცხლზე  ორივე  მხრიდან.

ჰამბურგერის  პურზე  დაადეთ  შემწვარი  ხორცი,  მდნარი  ყველის  ფენა,  დაჭრილი  კიტრის  მწნილი,  სალათის  ფოთოლი,  რგოლებად  დაჭრილი  ხახვი  და  პომიდორი,  მოასხით  კეჩუპი  და  მაიონეზი,  დაადეთ  პურის  მეორე  ნაწილი  და  შედგით  მიკროტალღურ  ღუმელში  1-2  წუთი.