ინგრედიენტები
კვერცხი - 2 ცალი
ყველი - 100 გ
ბარდა, დაკონსერვებული - 4 ს/კ
მარილი და პილპილი
მაიონეზი
სასურველი მწვანილი
მომზადების წესები
კვერცხი მოხარშეთ მაგრად, გააცივეთ და გაცქვენით. ბარდა გაწურეთ.
ყველი დაჭერით პატარა, ბარდის მარცვლების ხელა კუბიკებად.
კვერცხიც დაჭერით პატარა კუბიკებად.
მწვანილი - წმინდად.
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, დაუმატეთ მაიონეზი, სანელებლები და ამოურიეთ!