ინგრედიენტები
გულსართი:
ალუბალი - 400 გ
სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი - 2 ჩ/კ
შაქარი - 1 ს/კ
კვერცხის გული - 1 ცალი
ცომი:
ფქვილი - 1,5 ჭიქა
დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა) - 0,5 ჩ/კ
კარაქი - 100 გ
ზეთი - 1 ს/კ
მომზადების წესები
ცომისთვის: ჩაყარეთ ფქვილი ჯამში, დაუმატეთ ჯანჯაფილის ფხვნილი და კუბიკებად დაჭრილი კარაქი, დაუმატეთ ზეთი და ხელით კარგად აკეპეთ ფხვიერი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაასხით ცოტაოდენი გაყინული წყალი, იმდენი, რომ მოზილოთ რბილი, ელასტიკური ცომი, რომელიც ხელებზე არ მიგეკრობათ. გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
ამასობაში მოამზადეთ გულსართი: გამოკურკეთ ალუბალი, მოაყარეთ სახამებელი და კარგად აურიეთ.
გამოიღეთ მაცივრიდან ცომი, გაყავით 6 თანაბარ ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ პატარა ლავაშის ფორმაზე, გულში ჩაუდეთ ალუბლის მასა, მოაყარეთ შაქარი და მოუკარით გვერდები, ოღონდ ბოლომდე არ შეუკრათ თავი.
წაუსვით ცომს კვერცხის გული, დააფინეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტი და დაალაგეთ ტარტალეტები. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-39 წუთის განმავლობაში.
მიირთვით ცხელ-ცხელი ან ცივი.