ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 120 გ
შაქარი - 125 გ
კვერცხი - 2
კაკაო - 1 ს.კ
ნაღები - 100 გ
ვანილი
რძიანი შოკოლადი - 8 ნატეხი
მინანქარი:
შოკოლადი - 75 გ
კარაქი - 75 გ
კაკაო - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეტ, რომ მოთეთრო, ფუმფულა მასა მიიღოთ. ჩაასხით ნაღები, დაამატეთ ვანილი, კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
ფორმებს წაუსვით კარაქი და გაანაწილეთ ცომი. თითოეულ ფორმაში, ცომის გულში ჩადეთ შოკოლადის ნატეხი.
გამოაცხეთ 180 გრადუსზე. გამომცხვარი კექსები გააციეთ და მოასხით მინანაქარი.
მინანქრისთვის გაადნეთ შოკოლადი, კარაქი და კაკაო ორთქლზე. კარგად აურიეთ, ცოტა შეაგრილეთ და მოასხით კექსებს.