ინგრედიენტები
მსხალი - 2 ცალი, დიდი ზომის
ხაჭო - 300 გ
შაქარი - 150 გ+ 1 ს,კ
კვერცხი - 3
კარაქი - 125 გ
ფქვილი - 200 გ
დარიჩინი - 1 ჩხირი
ვარსკვლავა ანისი - 2
მომზადების წესები
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ 1 კვერცხი, შემდეგ ფქვილი და ხელით კარგად ავსრისოთ. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 წუთი.
ამასობაში, მსხლები კანიანად ჩავდოთ ქვაბში, ჩავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად დაფაროს. დავამატოთ 1 კოვზი შაქარი და სანელებლები.ვხარშოთ 15 წუთი.
შემდეგ მსხლები ამოვიღოთ, შუაზე გავჭრათ, გულები ამოვაცალოთ და თხელ ფენებად გავჭრათ თითოეული ნახევარი, ისე რომ ყუნწთან მთელი დარჩეს.
ხაჭო, შაქარი და 2 კვერცხი ავთქვიფოთ, ჩავასხათ ეს კრემი სანახევროდ გამომცხვარ ცომში ჩავალაგოთ მსხლები და შევაბრუნოთ კვლავ ღუმელში 15-20 წუთი.