ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. კიტა აბაშიძის ქუჩაზე, 1 700 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკი და ძველ ამორტიზებულ გზის საფარს ახალი ორფენიანი ასფალტი ჩაანაცვლებს. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 100 000 ლარია.