ესპანეთში, არაგონის მხარის, პროვინცია უესკაში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ euronews-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ეს შეზღუდვების ამოქმედების პირველი შემთხვევაა, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა შიდა საზღვრები გახსნეს.
სპეციალისტების შეფასებით, კორონავირუსი პროვინციაში სეზონურ მუშებს შორის გავრცელდა, რომლებიც ხილის და ბოსტნეულის კრეფაზე მუშაობენ.
ამ დროისთვის კოვიდინფექციის კერა ლოკალიზებულია. ასევე კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდსა და ბარსელონაში.
ესპანეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 246 272-ია. ვირუსს 28 323 ადამიანი ემსხვერპლა.
21 ივნისს, 3-თვიანი კარანტინის შემდეგ, ესპანეთში საგანაგებო მდგომარეობა გაუქმდა და ქვეყანამ საერთაშორისო ტურისტების მიღება განაახლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.