რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 7 425 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 599 705-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 153 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 8 359-ს აღწევს. ამასთან, 356 429 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.