აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზის გაცემა 2020 წლის ბოლომდე შეაჩერა.
წლის ბოლომდე შეწყდება H1-B, H-2B, J-1 და L კატეგორიის თითქმის ყველა ვიზის გაცემა, რაც საბოლოო ჯამში, დაახლოებით 525 000 ადამიანს შეეხება.
თეთრი სახლის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება ახალი ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ პირებს და ასევე, სეზონურ სამსახურებში დასაქმებულებს, საერთაშორისო კორპორაციების მენეჯერებსა და სხვა წამყვან თანამშრომლებს.
შეზღუდვები, რომელიც ძალაში 24 ივნისიდან შედის და არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში და სამუშაო ვიზა აქვთ.