ერევნის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
წარუკიანს ბრალი 2017 წელს ამომრჩეველთა მოსყიდვაში, უკანონო ბიზნეს-საქმიანობასა და მიწების უკანონო მითვისებაში ედება. ოპოზიციური პარტიის ლიდერი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. პარლამენტმა მას სადეპუტატო იმუნიტეტი 16 ივნისს მოუხსნა.