ნიუ-იორკის ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმი თეოდორ რუზველტის ქანდაკებას აიღებს

ნიუ-იორკის ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმი თეოდორ რუზველტის ქანდაკებას აიღებს

ქალაქ ნიუ-იორკში მდებარე ბუნებათმცოდნეობის ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

1940 წელს შექმნილი სკულპტურული კომპოზიცია შენობის შესასვლელის წინაა აღმართული. ის გამოსახავს ცხენზე მჯდარ რუზველტს, რომლის გვერდით აშშ-ის აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელი და აფრიკელი დგანან.

მუზეუმის პრეზიდენტის განმარტებით, ეს ქანდაკება თანამედროვე საზოგადოებაში რასიზმისა და კოლონიალიზმის სიმბოლოდ აღიქმება. ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ და თეოდორ რუზველტის შვილთაშვილმა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რასიზმთან ან კოლონიალიზმთან დაკავშირებული ცნობილი ადამიანების არაერთი ძეგლი ვანდალიზმის ობიექტი გახდა.