სამხრეთ კორეაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

სამხრეთ კორეის ჯანდაცვის უწყებამ პირველად განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის უკვე მეორე ტალღას ებრძვის, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (KCDC) აქამდე აცხადებდა, რომ ვირუსის პირველი ტალღა ჯერ დასრულებული არ იყო.

თუმცა KCDC-ს ხელმძღვანელმა, ეონგ ეუნ-კეონგმა დღეს განაცხადა, რომ უკვე ვირუსის მეორე ტალღას ებრძვიან.

ჯანდაცვის უწყება ამას მაისის დასაწყისში გამართულ ღონისძიებას უკავშირებენ, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. სწორედ ამის შემდეგ იმატა ქვეყანაში, ყველაზე მეტად კი - დედაქალაქ სეულში ინფიცირების მაჩვენებელმა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსი 12 438 ადამიანს დაუდგინდა. 280 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა, 10 881 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.