საფრანგეთი ეტაპობრივად პანდემიამდე არსებულ ცხოვრების სტილს უბრუნდება – ქვეყანაში ხელახლა იხსნება კემპინგები და კინოთეატრები. მუშაობას განაახლებს პარიზის მეტროს აბსოლუტურად ყველა სადგური. აგრეთვე განახლდება საგანმანათლებო პროცესი, რომლის ფონზეც სკოლებში გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო ხდება მოსაწავლეებისთვის. 24 ივნისიდან ტურისტებს შეეძლებათ ეიფელის კოშკზე ასვლაც.
26 ივნისიდან იხსნება პარიზის აეროპორტიც, რომელიც მოემსახურება გერმანელ და ევროკავშირის უმრავლესი ქვეყნის მოქალაქეთა ტრანსპორტირებას.
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორი გადავსებულია საფრანგეთის რესტორნები და კაფე-ბარები ცენტრალურ უბნებში, სადაც პოსტბანდემიურ პერიოდში მოქალაქეები მეგობრებთან ერთად იკრიბებიან და აღნიშნავენ საკარანტინო შეზღუდვების ეტაპობრივ გაუქმებას.
შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის გავრცილება საფრანგეთში ძალზე მაღალია, რომლის ფონზეც ფატალური შემთხვევების რიცხვი 29 640-ს შეადგენს. განკურნებულია 74 372 პაციენტი, 56 000 კი ამ დრომდე აქტიურ მკურნალობას გადის კლინიკებში.