ინგრედიენტები
თევზის ფილე - 500 გ
კარტოფილი - 3
კვერცხი - 2
ისპანახი - 3 მუჭა, მხოლოდ ფოთლები
სტაფილო - 1
ხახვი - 1
ნაღები - 300 გ
მარილი და პილპილი
ზეითუნის ზეთი
გახეხილი ყველი - 100 გ
მომზადების წესები
თევზი დავჭრათ ულუფებად. კარტოფილი და კვერცხი მოვხარშოთ. სტაფილო გავხეხოთ, ხახვი დავჭრათ.
ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ ხახვი და სტაფილო, დავასხათ ნაღები, დავამატოთ ყველი, მოვურიოთ და გადმოვიღოთ ცეცხლიდან.
კარტოფილი დავჭყლიტოთ, კვერცხი დავჭრათ.
დავალაგოთ ცხიმწასმულ ფორმაში ფენებად: ჯერ თევზი, რომელსაც მარილს და პილპილს მოვაყრით, შემდეგ ისპანახი, კვერცხი, ნაღების სოუსი, ზემოდან კი კარტოფილი. მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ ფენებს.
ცხვება 40 წუთი 200 გრადუსზე.