აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ლოქდაუნის საჭიროება აღარ იქნება. ამის შესახებ ფაუჩი ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ინფიცირების შემთხვევევები მცირე რაოდენობით ფიქსირდება.
ენტონი ფაუჩის თქმით, იქ სადაც კორონავირუსის შემთხვევები საერთოდ აღარ ფიქსირდება, სკოლის გახსნის პრობლემაც არ იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.