ჯო ბაიდენი უფრო სუსტი კანდიდატია, ვიდრე ჰილარი კლინტონი იყო, თუმცა დემოკრატთა მანქანა დღეს გაცილებით ძლიერია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Washington Times-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის უფრო სუსტია, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონი იყო, თუმცა დემოკრატები უფრო თავგანწირვით იბრძვიან ჩემს დასამარცხებლად. მთავარი იარაღი, რაც მათ შეიძლება დავუპირისპირო, ეკონომიკის გაძლიერებაა. სამუშაო ადგილების მატება და საცალო გაყიდვების გაზრდა მათ დასამარცხებლად საუკეთესო პლატფორმა იქნება. მესამე კვარტალში ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მთლიანი შიდა პროდუქტი გვექნება“, - აღნიშნა ტრამპმა.