ვიეტნამის აეროპორტში ტურისტი თვითმფრინავის დატოვებისას ტრაპიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
50 წლის ქალი ოჯახთან ერთად იყო, როცა მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და გადავარდა. მან თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიიღო და მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.
ავიაკომპანიამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადავარდნის დროს კიბეები მშრალი იყო და ამინდიც უსაფრთხოების ნორმებს შეესაბამებოდა.
ვიეტნამის ავიახაზები მომხდარი ინციდენტის მიზეზების გამოძიებას აპირებს.