„კორონავირუსის ფონზე არა მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ ქუჩაში, აქციებზე, დღე და ღამე ათენოს“

„კორონავირუსის ფონზე არა მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ ქუჩაში, აქციებზე, დღე და ღამე ათენოს“

ოპოზიცია 20 ივნისის წლისთავის სამზადისშია. კორონავირუსის ეპოქაში ისინი დისტანციის დაცვით, ნიღბებითა და სადეზინფექციო საშუალებებით გამოჩნდებიან რუსთაველზე.

20 ივნისთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები კეთდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მიტინგს სიმბოლური სარჩული ექნება, სავარაუდოდ, აქ ბევრი ხალხი არ შეიკრიბება და ეს უფრო ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდება.

იორგი გახარია ამბობს, რომ, თუ 20 ივნისს არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, თორემ ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გამოიყენეს ადამიანების გულწრფელი ემოციები ოპოზიციონრებმა გასული წლის 20 ივნისს.

ია ვოლსკის აზრით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს და ოპოზიციონრებს სურთ, ეს აქცია წარმოაჩინონ ამბოხებად.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აპირებს სათითაოდ დაითვალოს 20 ივნისს შეკრებილი 200 ნაციონალი, რის საპასუხოდაც კობახიძემ რომან გოცირიძისგან მიიღო, რომ 20 ივნისს თავების დათვლის შესახებ განაცხადი შეიძლება გააკეთოს მხოლოდ უთავო ადამიანმა. რომან გოცირიძის აზრით, ხელისუფლებას 20 ივნისის აქციის ეშინია, მათთვის ეს არის კოშმარი.

თამარ ჩუგოშვილის რჩევაა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, ნიშნის მოგებით და აგრესიით ნუ დაელაპარაკებიან საზოგადოებას, რადგან ისინი არ ელაპარაკებიან 200 ნაციონალს.

რისთვის გამოიყენებს ოპოზიცია 20 ივნისის აქციას?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 20 ივნისს სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრება არ არის მოსალოდნელი და არაფერიც არ მოხდება, თუ ხელისუფლება ჭკუით იქნება და არ აჰყვება პროვოკაციას. ხოლო, თუ ხელისუფლება ისევ იმას მოინდომებს, რაც მოინდომა ერთი წლის წინ, მაშინ პრობლემები შეიქმნება.

„არა მგონია, დღეს ჩვენი საზოგადოება, მით უმეტეს, კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე ვითარების შემდეგ, განწყობილი იყოს იმისთვის, რომ ქუჩაში დღე და ღამე ათენოს. ჯერჯერობით ამის არც აუცილებლობაა, ვერც შეძლებენ ამას და არც იქნება სწორი. არაფერი არ მოხდება, ჩატარდება აქცია და ამ აქციას ვერაფერი წინ ვერ დაუდგება. ხელისუფლება უნდა მოიქცეს ჭკუით და პროვოცირება არ მოახდინოს აქციის წევრებს შორის, ან იყოს ფრთხილად, თუკი მეორე მხრიდან პროვოკაციის სურვილი იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ნათქვამს აქციის მონაწილეების დათვლის თაობაზე, პოლიტოლოგის აზრით, ამას არ აქვს მნიშვნელობა, დათვალონ აქციის მონაწილეები, თუ დასათვლელია, ეს პრობლემა არ არის, უბრალოდ, თუ პროვოცირების ელემენტები იქნება, ხელისუფლება ამ პროვოცირებას არ უნდა აჰყვეს და მაშინ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციას მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, უბრალოდ, ეს იქნება ოპოზიციის სიმბოლური აქცია, რათა საკუთარი თავი შეახსენოს საზოგადოებას და მორიგი პროპაგანდისტული და საინფორმაციო ომის ტალღა წამოიწყოს ხელისუფლების მიმართ.

„ვეჭვობ, ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში მათ რაიმე სერიოზულ დესტრუქციულ ქმედებას მიმართონ, რადგან, თუკი ისინი ამას გააკეთებენ, ამით, უპირველეს ყოვლისა, როგორც ადგილობრივი ამომრჩევლის თვალში დაიზიანებენ თავიანთ ისედაც დაზიანებულ პოლიტიკურ და რეპუტაციულ იმიჯს, ასევე, დასავლეთის თვალშიც გამოჩნდებიან ცუდად. დასავლეთი არ არის დაინტერესებული იმით, საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია მოხდეს. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამის გამოწვევას შეეცდება, რა თქმა უნდა, დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს. ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელება მათთვის მომგებიანი და არაფრის მომტანი არ იქნება. მით უმეტეს, კოვიდ-19 - ის ფონზე. თანაც, არა მგონია, მაინცდამაინც ბევრი ხალხი მივიდეს მათ აქციაზე“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.

Maverick უფრთხილდით "დანაელების ძღვენს!"
ვგულისხმობ ოცნებაში დეპორტირებულ დაბრაკულ ნაცებს, ლიბერასტებს, ყალბ გენდერებს, უსუპაშვილის ბუდეში გამოზრდილ "ადვოკატებს", "S.T.R.A. ტეგიულ მეგობრებთან" ჩახუტებულ, თავშეფარებულ ნაცბოზბანდის თავკაცების მფარველ ქვეყნებს, პარტიებს და პოლიტიკოსებს, "მოძმე" ქვეყნებს, რომელთა
მოქალაქეები ქაქი აქვთ ნაჭამი, იარაღით ხელში გვებრძოდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში...
4 წლის უკან
Maverick უფრთხილდით "დანაელების ძღვენს!"
ვგულისხმობ ოცნებაში დეპორტირებულ დაბრაკულ ნაცებს, ლიბერასტებს, ყალბ გენდერებს, უსუპაშვილის ბუდეში გამოზრდილ "იურისტებს, ადვოკატებს", "S.T.R.Aტეგიულ მეგობრებთან" ჩახუტებულ, თავშეფარებულ ნაცბოზბანდის თავკაცების მფარველ ქვეყნებს, პარტიებს და პოლიტიკოსებს, "მოძმე" ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებს ქაქი აქვთ ნაჭამი, იარაღით ხელში გვებრძოდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში...
4 წლის უკან