აშშ-მა უკრაინას 60 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის Javelin-ის რაკეტები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„გუშინ აშშ-ის საელჩოს სამხედრო თანამშრომლობის სამმართველომ 60 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მიიღო უკრაინელი პარტნიორებისთვის გადასაცემად. აღნიშნული მოიცავს რაციებს, საბრძოლო მასალასა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
უკრაინაში აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, რომ აშშ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 2020 ფინანსურ წელს აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს.