ინგრედიენტები
კაკალი - 100 ცალი
შაქარი - 2 კგ 1 ჩ/ჭ
კირი - 500 გ
შაბი - 1 ს/კ
მიხაკი,დარიჩინი,ილი,ვანილი - გემოვნებით
მომზადების წესები
საშუალო ზომის (მწვანე) კაკალი გავთალოთ.
ჩავყაროთ შესაფერ ჭურჭელში, დავასხათ ბლომად წყალი და სამ დღეს შჳგ გავაჩეროთ.
ყოველდღიურად სამჯერ ვუცვალოთ წყალი. მეოთხე დღეს წყალი გადავუწუროთ, თვითოეული კაკალი ჩხირით ან ჩანგლით დავჩხვლიტოთ.
დავაყაროთ ხუთასი გრამი კირი, დავასხათ იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და გავაჩეროთ შიგ სამი დღე და ღამე.
მეოთხე დღეს კაკალი გავრეცხოთ გამდინარე წყალზე, რომ კირი არ შეყვეს.
გარეცხილი კაკალი ჩვყაროთ შესაფერის ჭურჭელში, დავასხათ წყალი და ოთხი დღე შიგ გავაჩეროთ (თუ კაკალი კირში გამოყვანილი ვიყიდეთ მომზადების პროცესი აქედან დავიწყოთ). დღეში სამჯერ ვუცვალოთ წყალი.
მეხუთე დღეს ქვაბში ბლომად ჩავასხათ წყალი ავადუღოთ და ჩავყაროთ კაკალი, ვხარშოთ 15 წუთი და წყალი გადავღვაროთ.
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ ერთი სუფრის კოვზი შაბი, კაკალი და თხუთმეტი წუთი ვადუღოთ. გადავწუროთ, დავასხათ მდუღარე წყალი და ვადუღოთ ათი წუთი, შემდეგ ისევ გადავწუროთ, დავასხათ წყალი, ჩავყაროთ ერთ ჭიქა შაქრის ფხვნილი (ან 2-3 ს/კ თაფლი), ჩავყროთ კაკალი და ვადუღოთ ნახევარი საათი. წყალი გადავწუროთ.
სუფთა ქვაბში ჩავასხათ ბლომად წყალი;
ადურებისთანავე ჩავყაროთ 2 კგ შაქარი, ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ კაკალი და ვადუღოთ. ხარშვის დროს ცავამატოთ პატარა სუფთა მარლაში მოთავსებული დანაყილი დარიჩინი, მიხაკი, ილი და ვხარშოთ სანამ კაკალი მზად არ იქნება (კაკალი უნდა ბზინავდეს შავად), როცა მურაბა მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ და დავუმატოთ გემოვნებით ვანილი.