ლიმონის მურაბა ჯანჯაფილით

ლიმონის მურაბა ჯანჯაფილით

ინგრედიენტები

ჯანჯაფილი (კოჭა) - 6 სმ ფესვი

ლიმონი - 3-4 ცალი

შაქარი - 2 ჭიქა

მომზადების წესები

ლიმონი გარეცხეთ, თავი და ბოლო წააჭერით, გაჭერით ოთხად, შემდეგ კი თითოეული ნაჭერი დაჭერით თხლად. ჯანჯაფილი გათალეთ, დაჭერით ძალიან თხლად, შემდეგ თითოეული ფირფიტა დაჭერით წვრილ ჩხირებად. 

შეურიეთ ერთმანეთს, დააყარეთ შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათი. შემდეგ წამოადუღეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.

გააციეთ და კვლავ წამოადუღეთ. ასე გაიმეორეთ 2-3-ჯერ.  ლიმონი თითქმის გამჭვირვალე უნდა გახდეს, სიროპი კი შესქელდეს.