გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 8 248 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 545 458-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 193 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 7 284-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 294 306 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.