უგემრიელესი საზაფხულო ტორტი მარტივი ინგრედიენტებით

უგემრიელესი საზაფხულო ტორტი მარტივი ინგრედიენტებით

ინგრედიენტები

არაჟანი - 200 გ

ფქვილი - 5 ს/კ

დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა

შესქელებული რძე - 200 გ

კვერცხი - 2 ცალი

შაქარი - 1 ჭიქა

სოდა - 1 ჩ/კ

კრემისთვის:

შესქელებული რძე - 400 გ

კარაქი - 400 გ

მომზადების წესები

აურიეთ სოდა და არაჟანი და დადგით თბილ ადგილას, ნახევარი საათით.

ადღვიბეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ სოდიანი არაჟანი, 200 გრამი შესქელებული რძე და 100 გრამი დარბილებული კარაქი. ისევ ათქვიფეთ.

ამის შემდეგ ვუმატებთ ფქვილს,ნელ-ნელა.ბოლოს კი წვრილად დაჭრილ ნიგოზს.

ცომი დაყავით 3 ნაწილად. თითოეულ მათგანს ვაცხობთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში,წინასწარ გახურებულ ღუმელში. საცხობ ფორმაზე აუცილებლად წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.

კრემის მოსამზადებლად მიქსერით ადღვიბეთ შესქელებული რძე და კარაქი - კრემი უნდა იყოს ჰაეროვანი.

ბისკვიტები გაციებისთანავე დაკრემეთ და ზემოდან მორთეთ სასურველი ხილით.