კიევის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა დამალა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სამსახურში დადიოდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„შოკისმომგვრელი ამბავი გვაქვს - სკოლის დირექტორი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ამას მალავდა, სამსახურში დადიოდა და უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს მოთხოვნით, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას,“ - აღნიშნა კლიჩკომ.
უკრაინაში სულ კორონავირუსით ინფიცირების 31 810 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 901 ადამიანი, 14 253 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.