აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროსთან ჩამოვარდა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროსთან ჩამოვარდა

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი F-15 ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროსთან ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, F-15-ის ტიპის გამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნო ფრენას ახორციელებდა.

„F-15С Eagle-ი ადგილობრივი დროით 09:40 საათზე ჩამოვარდა ჩრდილოეთის ზღვაში. ინციდენტის მომენტში თვითმფრინავი გამანადგურებელი სასწავლო-საწვრთნო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები, ასევე პილოტის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია“, - ნათქვამია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.

გამანადგურებელი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ლეიკენჰიტის ავიაბაზიდან გამოფრინდა, რომელსაც ასევე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ. ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.