ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, დღის განხილვის მთავარ თემად იქცა. გამოქვეყნებულ სტრატეგიას 13 ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს ხელს, სადაც ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირედ არის ნახსენები. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. დოკუმენტში საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.
„სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს. სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ გულითად უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს, ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტში უკრაინელ ოლიგარქ, ვიქტორ მედვედჩუკთან ერთად ნახსენებია ბიძინა ივანიშვილიც, მათი ერთმანეთთან დაკავშირება სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა მმართველი გუნდის წევრის, ნუკრი ქანთარიასთვის, რომელსაც for.ge ესაუბრა.
ნუკრი ქანთარია: ჩემთვის გაუგებარია ბიძინა ივანიშვილის სახელის დაკავშირება უკრაინელ ოლიგარქთან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ არის ეს ფრაზა გაჩენილი, ანუ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. თითქოს დოკუმენტი მოიპარეს და ეს გვარ-სახელი მიამატეს. ასეთი შთაბეჭდილება რჩება დოკუმენტი სხვა რამეზეა, ამასთან, დოკუმენტში ჩანს საქართველოსადმი ნორმალური დამოკიდებულება და მერე არის სრულიად საწინააღმდეგო ფრაზა და ივანიშვილის გვარი. მადლობლები ვართ, რომ კონგრესმენები იმ გაწამაწიაში, რაც ამერიკაში ხდება, ვგულისხმობ, პანდემიის გართულებულ მდგომარეობას და არეულობას, ჩვენთვისაც იცლიან, მაგრამ ინფორმაცია აბსოლუტურად ზუსტი და საფუძვლიანი უნდა იყოს. რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილმა და საიდან იკვეთება მისი მხრიდან კრემლთან კავშირი, ეს არის აბსოლუტურად გაურკვეველი. თუ ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ამ რვა წლის განმავლობაში ომის პროვოცირებას ხელი არ შევუწყვეთ, მაშინ ეს ყოველგვარ აზრს არის მოკლებული. საქართველოს ყოველი ნაბიჯი არის ამერიკასთან და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირი - ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ნატოსთან საქართველოს ასეთი ახლო თანამშრომლობა არასდროს ჰქონია. ამ დროს კი კონგრესმენებისგან გვესმის, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის აუწონავი სიკეთე აქვს გაკეთებული, თითქოს არის კრემლის მოკავშირე. ეს ფრაზა ამ დოკუმენტს მთლიანად გაუგებრობაში აყენებს. ამიტომ, პატივცემულ კონგრესმენებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ბოლომდე გაანალიზონ და სრულად გაერკვნენ აქ არსებულ სიტუაციაში და თუ სააკაშვილის ან მსგავსი ავანტურისტების და ვიგინდარების საცეცები სწვდება ცამეტ კონგრესმენს, ეს მათთვის კიდევ ცალკე პრობლემაა.
ხომ არ ფიქრობთ, რომ როდესაც პირველად გამოჩნდა კონგრესმენთა წერილები, მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა და ეს ჩანაწერიც სწორედ ამის შედეგია?
- მაშინ მმართველმა გუნდმა სათანადო შეფასებებიც გააკეთა და ჩავიდნენ კიდეც. ეს ყველაფერი, მართალია, იყო, მაგრამ შესაძლოა, არასაკმარისი. თუ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, ან თუ ვინმესთან ვალშია, ერთადერთი ეს შთაბეჭდილება რჩება. სხვანაირად, რატომ უნდა დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილის სახელი რუსეთს, რომლის ერთადერთი დანაშაული ამ ხნის განმავლობაში ის არის, რომ ომის პროვოცირება არ მოახდინა.
რაზე მიანიშნებთ, რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკა ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია?
- შესაძლებელია. ამ ყველაფრით ვარ გაოცებული, აღშფოთებული და ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც, ვფიქრობ, ეს არის აღმაშფოთებელი. რატომ უნდა ახარებდნენ გაცვეთილ და მავნებელ ოპოზიციას? რა კავშირი აქვთ პირდაპირ და ირიბად?!. ყოველ შემთხვევაში ეს იკვეთება.
არის თუ არა კონგრესმენთა მსგავსი პოზიცია სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა და რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს ცამეტი კონგრესმენის ამ განაცხადზე?
- ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას. ორი ამოცანა გვაქვს: ერთი - პანდემიასთან შევინარჩუნოთ ის ფაზა, რაც გვაქვს და არ დავემსგავსოთ მეზობელ ქვეყნებს და მეორე - უკიდურეს სიღარიბეს ხელიდან დავუძვრეთ.
ამ საკითხზე შესაძლო სანქციებს ვგულისხმობ, მმართველ გუნდში მსჯელობა თუ იყო?
- ჯერ არა. იყო გარკვეული აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გაკეთდა განცხადებები. ეს არის პირადად ჩემი აზრი და დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაცხადებ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ასეთი მიდგომა.
თქვენი აზრით, რამდენად რეალურია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები გატარდეს?
- მეეჭვება, რომ ეს რეალური იყოს. ვფიქრობ, ის კონგრესმენებიც უკეთ შეაფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მიუხედავად იმ მღელვარებისა, რაც ამერიკაში ხდება, საღი აზრი გაცილებით მეტი იქნება.
შესაძლოა, ყველაფერი უკავშირდებოდეს იმას, რომ ოპოზიცია ქვეყნის გარეთ ეძებს დასაყრდენს, რადგან ადგილზე არ აქვს მაღალი მხარდაჭრა და ამ გზით ცდილობდეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი?
- ფაქტია, გარედან შეგულიანებას ელოდებიან, რადგან ოპოზიციის რესურსი ქვეყნის შიგნით სრულიად ამოშრეტილია. ამიტომ ერთადერთი ჟანგბადი მათთვის არის გარკვეული კონგრესმენების შეგულიანება. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, თუ მსგავსი ნეგატიური პოზიციები კვლავ დაფიქსირდება, ქართველი ხალხის თვალში ეს მხოლოდ დააზიანებს ამ კონკრეტული პოლიტიკოსების იმიჯს. არჩევნები ჩატარდება სუფთად და გამჭვირვალედ.
გააპრავეს კიდეც: მართალია, ეს სამხედრო გადატრიალება არ იყო კარგი, მაგრამ ბატონი შევარდნაძე გვპირდება, რომ დემოკრატიას დაამყარებს საქართველოშიო!..
ახლაც, როცა სააკაშვილი პერმანენტულად იძლევა ინსტრუქციებს, რა უნდა ქნან, სად უნდა ააგონ ბარიკადები და ა.შ., ხოლო არველაძე კი პირდაპირ აანონსებს რევოლუციას და მოუწოდებს შეიარაღებული რაზმების შექმნისაკენ... თან გენერალსაც იერთებენ... კონგრესმენების წერილს, რომ ივანიშვილი, თურმე, პუტინის მოკავშირე ყოფილა და საქართველოს დესტაბილიზაციით არის დაკავებული, მე აღვიქვამ ზუსტად ბუშის განცხადების კონტექსტში: თუ გინდათ, დაამხეთ ეს პრორუსული ხელისუფლება, - ჩვენგან მხოლოდ ხელის შეწყობას ელოდეთო!
P.S.
სააკაშვილი, რომელმაც აგვისტოს ომი იშოვა, საქართველოდან ძლივს გაყვანილი რუსული სამხედრო ბაზები უკან დააბრუნა, კოდორის ხეობაც და მთელი ქართული სტრატეგიული ობიექტებიც რუსეთს გადასცა, სტაბილიზაციის ბურჯი იყო საქართველოში და ივანიშვილი, რომლის დროსაც რუსულ-ქართულ პოლიტიკური ურთიერთობას პულსი არ ესინჯება... ყოფილა პუტინის მოკავშირე და დესტაბილიზატორი!..
ახლა, ამის შემდეგ ქართველი რომ იტყვის, წადით, თქვენი დედაც! - ასეთი უნამუსო არც სტრატეგიული მეგობარი მინდა და არც მოკავშირეო, რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის გამოძახილად ჩათვლიან!