ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ეცემა

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ეცემა

რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი, ბოლო 2 თვეა, ეცემა. გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა „ვციომმა“ ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგებით, ივნისის დასაწყისში კრემლის მოქმედ ლიდერს რესპოდენტთა 67% უჭერდა მხარს, მაშინ, როდესაც აპრილში პუტინის რეიტინგი 72%-ს შეადგენდა. პუტინს უნდობლობას უცხადებს გამოკითხულთა 30%. ერთი თვის წინ მას რესპონდენტთა 24 პროცენტი არ ენდობოდა.