„კი ბატონო, არსებობს გავლენები, მაგრამ სანამ შენს ხასიათს არ გამოამჟღავნებ და არ ეტყვი, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღოს, ბოლოს იმ ფეხებს თავზე დაგაწყობს“

„კი ბატონო, არსებობს გავლენები, მაგრამ სანამ შენს ხასიათს არ გამოამჟღავნებ და არ ეტყვი, რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღოს, ბოლოს იმ ფეხებს თავზე დაგაწყობს“

„ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - ნათქვამია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში, რომელსაც 13 ამერიკელი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აწერს ხელს. დოკუმენტში საუბარია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. 3 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი წერილის შინაარის ნამდვილად მძიმეა, მაგრამ პოლიტოლოგის სოსო მანჯავიძის განცხადებით, ესენი არიან ნეოკოსერვატორების ფრთა, რომლებიც წარმოადგნენ სენატორ მაკ კეინის ჯგუფს, ასევე ეს კონგრესმენები ლობირებდნენ „ფრონტერას“ და მისი ინტერესების ლობიზმისთვის კოლოსალურ თანხებს იღებდნენ.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

„ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, - მორიგი, სერიოზული ბრალდება წამოვიდა ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დესტაბილიზაციის მცდელობას ხედავს უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის და მისი წარმომადგენლების მხრიდან. ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ 2012 წლიდან. როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თავს უფლებას აძლევენ და აქვეყნებენ ამ სახის დოკუმენტს, ეს რისი შედეგია? ხელისუფლებას დაქირავებული ჰყავს მაღალანაზღაურებადიანი ლობისტური კომპანია, ჰყავს პიარის სამსახურები, მაგრამ ფაქტია, ვერ აკავებენ შემოტევას. რასთან გვაქვს საქმე?

სოსო მანჯავიძე: დავიწყოთ იმით, ვინ არიან კონგრესმენები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს? პირველი - ესენი არიან ნეოკოსერვატორები, ანუ „რესპუბლიკურ პარტიაში“ არის ნეოკონსერვატორების ფრთა, რომლებიც წარმოადგნენ სენატორ მაკ კეინის ჯგუფს. მეორე - უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ არის ღია ლობიზმის ქვეყანა. ფაქტობრივად, სხვადასხვა ქვეყნები, პოლიტიკური ძალები, კორპორაციები ამერიკის კონგრესში და სენატში თავიანთ ინტერესებს ლობისტური კომპანიების მეშვეობით ლობირებენ. შესაბამისად, დაქირავებული ჰყავთ ეს კონგრესმენები, რომლებიც აკეთებენ სხვადასხვა ტიპის განცხადებებს და მოქმედებენ ამ დაინტერესებული კომპანიების, ქვეყნების, თუ პოლიტიკური ძალების ინტერესების შესაბამისად.

ამ შემთხვევაში მათთვის საინტერსო არ არის რეალური ინფორმაცია, მთავარია ფინანსები?

- რა თქმა უნდა, ძირითად როლს თამაშობს ფინანსები, ვინაიდან აშშ-ში ყველა კონგრესმენს და სენატორს წინასაარჩევნოდ სჭირდება ფული და არა მარტო წინასაარჩევნოდ.

მით უფრო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად არის კონგრესის და სენატის არჩევნები, ისინი თავად აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას...

- რასაკვირველია. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოს ხელისუფლებასა და კომპანია „ფრონტერას“ შორის დაიწყო სასამართლო დავა. შეგახსენებთ, რომ „ფრონტერა“ საქართველოს 3,5 მილიარდ დოლარს ედავებოდა, რაც იყო სრული აბსურდი და უაღრესად საშიში მოვლენა. საქართველომ მოიგო ეს დავა. წაგების შემთხვევაში სწორედ საქართველოს დაეკისრებოდა ამ თანხის გადახდა. როგორც ჩანს ე.წ. ოპოზიციურ ძალებს ეს საერთოდ არ ესმით, ან ესმით, მაგრამ არ მოქმედებენ საქართველოს ინტერსებით, რადგან გულშემატკივრობდნენ „ფრონტერას“.

მესამე - ეს აღნიშნული კონგრესმენები ლობირებდნენ „ფრონტერას“ და მისი ინტერესების ლობიზმისთვის იღებდნენ ფულს. „ფრონტერა“ რა ორგანიზაციაც არის, ამის შესახებ ათასჯერ დამიწერია და სხვებიც საუბრობენ. ზოგადად, ნეოკონსერვატორები საკმაოდ გავლენიანი ფრთას წარმოადგენენ „რესპუბლიკურ პარტიაში“, მაგრამ ისინი არ არიან გადამწყვეტი, არ წარმოადგენენ დომინანტ ძალას თვითონ „რესპუბლიკური პარტიის“ შიგნით.

გასაგებია, რომ ეს ჯგუფი ლობირებდა „ფრონტერას“, მაგრამ კონგრესმენების წერილის შინაარს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ მათ საქართველოშიც ჰყავთ საყრდენი.

- რა თქმა უნდა, მათ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ურთიერთობის პრაქტიკა. ხანგრძლივი ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ჩვენს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და შესაბამისად, მოქმედებენ ამ პოლიტიკური ინერციით. ჩვენთან ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ხოლმე ასეთი ტიპის განცხადებებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისეთი, რომ ეს გახდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი განმსაზღვრელი, რაც დამამცირებელია, ზოგადად, ღირსებისთვის. გააკეთეს განცხადება? - გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში არის ასეთი აზრი, რომელიც ჯერჯერობით არ დომინირებს.

რაც შეეხება საკუთრივ ამ განცხადებებში გამოთქმულ მოსაზრებებს - საერთოდ, ნეოკონსერვატორები, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, ამერიკული ინტერესები ესმით ისე, რომ სხვადასხვა ქვეყნები გამოიყენონ მათი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. გვახსოვს 2008 წლის ომი, რომლის მიზეზებზე მრავალი ვერსია არის, მაგრამ ეს ვერსიები ერთმანეთისგან იზოლერიბებულად არ უნდა განვიხილოთ.

ერთ-ერთი ვერსია სწორედ ის იყო, რომ სააკაშვილი შეაგულიანა მაკ კეინის ფრთამ, რომელსაც უნდოდა რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში აეწია თავისი რეიტინგი. საქართველო-რუსეთის ომის შედეგად 7%-ით აიწია მაკ კეინის რეიტინგმა. ამ შემთხვევაში საქართველოს, ამერიკის შიდა პოლიტიკურ ინტერესებში გარკვეული როლი ჰქონდა მინიჭებული, რასაც უამრავი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა, ასევე მივიღეთ აღიარებული ტერიტორიები.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 1 კვირაში საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს მმართველოში გადასცა სტრატეგიული ობიექტი ენგურჰესი, ამ ხელშეკრულებას დღემდე გრიფით „საიდუმლო“ სტატუსი აქვს...

- საერთოდ, იმ ფაქტის შემდეგ, როდესაც თვითონ მოაწერეს ხელი ევროკავშირის რეზოლუციას, რომ საბრძოლო მოქმედებები მათ დაიწყეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ არის პოლიტიკურ ველზე, ჩვენს დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე, გულმავიწყობაზე და ფაქტების ანალიზის ნაკლებ უნარზე მეტყველებს.

ოპოზიცია ძალიან აქტიურია დასავლეთის ფრონტზე, მაგრამ ძალიან პასიურია „ქართული ოცნება“. როდესაც სახელმწიფოს აქვს მაგალითი, როგორ მოხდა კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა და როგორ გადასცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იგი რუსებს და ამაზე სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა, ეს რისი ბრალია?

- გავაგრძელოთ ჩამონათვალი - როგორ მოხდა ადმინისტრაციის შექმნა, ისევე როგორც ერგნეთის ბაზრობის გაუქმება; როგორ შეიქმნა ტელეკომპნია „პიკი“, რომელიც მაუწყებლობდა და პროვოკატორობდა, მერე ყველა „ეფესბეს“ აგენტი აღმოჩნდა, თვითონ აღიარეს, რომ „ეფესბეს“ დავალებით მოქმედებდნენ. ეს ვინმეს უნდა ავიწყდებოდეს, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მოქმედებას, არ ვიცი, რა კვალიფიკაცია მივცე. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი მოქმედებები ყოფილიყო დამალული.

ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ არსებული სამხილები გაანადგურეს. თან ეძახდნენ - თქვენ მკვლელებო და არადამიანებოო, თან მათ დაუსჯელობას ამართლებდნენ იმით, რომ გარედან გვიკრძალავდნენო. კი ბატონო, არსებობს გავლენები, მაგრამ სანამ შენ შენს ხასიათს არ გამოამჟღავნებ, არ ეტყვი იმას (ვინც უნდა იყოს), რომ ფეხები მაგიდიდან ჩამოიღოს, ის ბოლოს ფეხებს თავზე დაგაწყობს. ამას აკეთებენ კიდევაც, რისი მაგალითიც არის ეს განუწყვეტელი წერილები. იგივე აშშ-ის ელჩის ვიზიტი საქართველოს პროკურატურაში, ნონსენსიც აღარ ჰქვია ამას. რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, ამაზე რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ? როდესაც ადამიანი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ჩავარდნა აქვს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, უნდა მოხდეს ამის ანალიზი და პასუხისგებაც უნდა დაეკისროს.

კონგრესმენების წერილების სიმრავლე არის საგარეო უწყების წარუმატებლობა?

- რასაკვირველია. როდემდე შეიძლება მეორდებოდეს ერთი და იგივე? როგორ შეიძლება საქმე იქამდე მიიყვანო, რომ ასეთი წერილები ქვეყნდებოდეს, მაშინ, როდესაც გყავს ლობისტური კომპანიები, გაქვს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ყოველ დღე უნდა მუშაობდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თავი ისე უჭირავს, გეგონება, რომ ეს პოლიტიკური ორგანო კი არა, რაღაცა „ენჯეოა“, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია აქვს. დიპლომატების არმია არის, რომელსაც თითქოს არ ეხება ქვეყნის ბედი, ასე პოზიციონირებენ ისინი და ეს სასაცილოც აღარ არის უკვე.

„ჩვენ, არ ვიყენებთ მუშაობის იმ მეთოდებს, რომელსაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის ქვეყნის გარეთ წლების განმავლობაში“, - რამდენად მისაღებია „ქართული ოცნების“ ეს არგუმენტი?

- ეს არ არის არანაირი არგუმენტი. რას ნიშნავს არ ვიყენებ მუშაობის ამგვარ მეთოდებს?! მესმის, რომ თვითონ აშშ იმდენად არასტანდარტული სახელმწიფოა, იქ ყველა მადლობელი ვერ გეყოლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი იქ არ უნდა გქონდეს. პირიქით, უნდა გქონდეს და ამისთვის უნდა გამოიყენო ყველანაირი ლეგიტიმური საშუალება, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის გამოყენებული. ხშირად ეს ეწირება „ოცნების“ შიგნით არსებულ ინტერესთა ჯგუფების ინტერესთა კონფლიქტებს და დომინირებისთვის ბრძოლას. საერთო ინტერესი იკარგება ამ ბრძოლაში და ეს არის „ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკური მიმართულებით.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ ტიპის შეფასებები კეთდებოდა „ვარდების რევოლუციის“ წინ; მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩაერთვება საქართველოში მიმდინარე პროცესებში;, იმის მუხედავად, რომ კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა; იქით არველაძე აანონსებს რევოლუციის აუცილებლობას. ამ შემთხვევაში რა გზა აქვს ხელისუფლებას?

- რა თქმა უნდა, ეს ხდება მიზანმიმართულად. ცდილობენ განავითარონ რევოლუციური სცენარი. ამაში ჩართულია წლების განმავლობაში სხვადასხვა საგარეო გავლენების ფინანსებით გამოზრდილი ე.წ. ქართული პოლიტიკური სპექტრი, ზოგი სოროსის, ზოგი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ზოგი პირდაპირ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების და ა.შ. ყველა გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო - მოხდეს რევოლუცია. ბოკერიას განცხადებაც ამას ადასტურებს. პირდაპირი მინიშნებაა, თითქოს 2003 წელსაც ასეთი განწყობა იყო ამერიკაში და შესაბამისად, მოხდა რევოლუცია.

2003 წლისგან განსხვავებით, ხალხი გაზრდილია, ესმით, რომ რევოლუცია ყოველთვის იწვევს უარეს შედეგს. მით უმეტეს, თუ წარმოვიდგენთ რა შეიძლება მოჰყვეს რევოლუციას 2020 წელს, როცა ვხედავთ იმ ეკლექტურ კონგლომერანტს, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ეძახიან და, რომ წარმოვიდგინოთ ესენი ხელისუფლებაში... ალბათ, ვერც ერთ ღამის კოშმარში ვერ წარმოიდგენს ადამიანი ამათ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, „ოცნების“ მიმართ არსებობს ძალიან მძიმე კითხვები, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნა უამრავი შეცდომა, მაგრამ სანამ არ მოხდება პასუხისგებლიანი დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომ „ოცნება“ არა უარესით, არამედ უკეთესით შეიცვალოს, მანამდე აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და ქვეყნის მტრობა არის რევოლუციაზე და დესტაბილიზაციაზე საუბარი.

ეს არის პასუხისმგებლიანი პოზიცია. ძალიან ადვილი საქმეა ბოღმების ფრქვევა, ყველას შეუძლია ამის გკეთება. მით უმეტეს, რომ ბევრი ადამიანი დაოსტატდა ამაში. ეს არც პოლიტიკაა და არც საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ეს არის უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილების უნიჭო მცდელობები, რომლითაც, სამწუხაროდ, განებივრებული ვართ, ჩვენი ასეთივე სახელგანთქმული მედიასაშუალებების მიერ.

amo რა გინდა რომ ქნა ამ შადიმანების ხელში
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უნდა წააცალო ის ნაგვით გამოტენილი თავი ან თუ ამის ძალა არ შეგწევს "ოსმალეთს" უნდა შეაფარო თავი! )) თავი! თავი! ... რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა...
4 წლის უკან
trampi უკვე უცხადდებათ ამერიკელებს ა. ბაქრაძის ნათქვამი------- ჟამი უსრულდება უკვე ამერიკას, ჟამი....თავიაანთი ნასროლი ბუმერანგები უკვე უკან უბრუნდებათ ...... თანაც უფრო ნავაროჩენები
ჰოოდა უკვე კინოც ჩქარა დაიწყება ......ეხლა მაგათ დაახლოებით გორბაჩოვის პერიოდი აქვთ. , ოღონდ უფრო დაჩქარებული ვარიანტი ექნებათ
მაქს 2-3 წელში ყველაფერს ნახავთ, ყველაფერს
იყო 400--იო მერე 300 მერე 200 მერე 70--იო......................ხომ ხედავთ როგორ მცირდება მათი არსებობის ვადაო.... ჰოოდა ეხლა მაქს 30 წ იქნებაო...ანუ ,,სროკ გოდნოსტი,, გასდითო
ასე ბრძანა იმ გენიოსმა კაცმა....
თავიააანთი ლენჩის თამადობით წერონ ეხლა წერილები..არ არიან ეგენი არაფრის აზრზე, არა
ისეთმა ფურმა დამწიხლოსო.......
ისევ ჩემს ბევრჯერ ნათქვამს გავიმეორებ ....სოფელში ჩვენი კაკლის ხის მოჭრის გამო(გზა გაჰყავდათ) პაპაჩემი თავჯდომარეს თოფით მიუვარდა--- ეგ კაკალი 200 წლისა იყო, როგორ თუ მოსჭერითო...
ჰოოდა აბა მაგათ ჩვენ ჭკვა როგორ უნდა გვასწავლონ, სირცხვილი არააა? მთელი მაგათი ქვეყანა იმ კაკლის ხის ტოლიც არააა (ჯანდაბას ცოტა დიდები თუ არიან)...მაინც ეკუთვნით ქუნემ, ქუნემ ........
არადა..ბოლო ხანებში რამდენი რევოლუციაააა მაგათ ნამუსზე......ვარდებიო, ნარინჯისფერიო, ტულპანებიო, მთელი ჩრდილო არაბეთი, ვენესუელაში ფეხი არ ჩაუვიდათ, კოსოვო, ავღანეთი ...(დანარჩენი თქვენ დააამატეთ)
4 წლის უკან