როგორ გამოვაცხოთ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნივრის პური?

როგორ გამოვაცხოთ ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნივრის პური?

ინგრედიენტები

ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო ზომით თავი (დაფქული)

კვერცხი - 6 ცალი

ნუშის ფქვილი - 1 ჭიქა

გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

ნიორი - 5-6 კბილი

გამდნარი კარაქი - 1 ჭიქა

დაჭრილი ოხრახუში - 1/4 ჭიქა

ხმელი ქონდარი - 1 ჩ/კ

პარმეზანი, გახეხილი - მოსაყრელად

მომზადების წესები

ყვავილოვანი კომბოსტო დაფქვით ბლენდერში. მოათავსეთ 4 წუთით მიკროტალღურ ღუმელში.

კვერცხის გულები გააცალკევეთ ცილისგან. ათქვიფეთ ცილა ცალკე ჯამში და გადადეთ გვედზე.

ჯამში ჩაყარეთ ნუშის ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ კვერცხის გულები და დაჭრილი ნიორი, გამდნარი კარაქი და დაჭრილი ოხრახუში, ასევე ხმელი ქონდარი. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა, ჯერ ნახევარი, შემდეგ მიკროტალღურ ღუმელში მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო, ათქვიფეთ მიქსერით კარგად და დაუმატეთ დარჩენილი ათქვეფილი ცილა, აურიეთ კოვზით. კექსის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ჩაასხით მიღებული ცომი.

აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარ პურს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და დაჭრილი ოხრახუში.