ბაღდადის მწვანე ზონაში რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, „კატიუშას“ ტიპის რაკეტა აშშ-ის საელჩოსთან ჩამოვარდა, რის შედეგად ტერიტორიაზე მცირე ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოახერხეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
უშიშროების სამსახურის ცნობით, ჭურვი ალ-შააბის საერთაშორისო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან იყო გაშვებული.
ბაღდადის „მწვანე ზონა“, სადაც საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განლაგებული ხშირად ხდება ასეთი თავდასხმების სამიზნე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში მათ სერიოზული ზიანი არ მოჰყვება.