CBS News: ჯორჯ ფლოიდს, პოლიციელთან, რომელმაც მოკლა, კონფლიქტი მანამდეც ჰქონდა

CBS News: ჯორჯ ფლოიდს, პოლიციელთან, რომელმაც მოკლა, კონფლიქტი მანამდეც ჰქონდა

ჯორჯ ფლოიდს პოლიციის ოფიცერ დერეკ შოვენთან კონფლიქტი მანამდეც ჰქონდა. ამის შესახებ CBS News-ს დევიდ პინიმ აცნობა, რომელიც ფლოიდთან და შოვენთან ერთად ელ ნუევოს ღამის კლუბში მუშაობდა.

მისი მტკიცებით, ჯორჯ ფლიოდი კლუბის ზოგიერთი სტუმრის მიმართ აგრესიულობას იჩენდა, რის გამოც მას დერეკ შოვენთან კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა. ფლოიდისა და შოვენის ნაცნობობას გარდაცვლილი აფროამერიკელის ოჯახიც ადასტურებს და ბრალდების განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი მინეაპოლისში 25 მაისს მოკლეს, რასაც ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადება გახდა საჭირო.