ასეთი ჩაი, კენკრის არომატის წყალობით, ზამთარში განწყობას აგიმაღლებთ, ვიტამინებით აგავსებთ და მძიმე დღის ბოლოს მოდუნებაში დაგეხმარებათ. თანაც ზაფხულიდან შემონახული გაყინული კენკრის გამოყენების კარგი საშუალებაა.
ინგრედიენტები
მარწყვი - 5-7
მარწყვის პიურე - 100 გ
პიტნა - 2-3 ტოტი
თაფლი
წყალი - 360 მლ
მომზადების წესები
საჩაიეში მოვათავსოთ პიტნა, მარწყვი, მარწყვის პიურე და დავასხათ ადუღებული წყალი.
დავაყენოთ 7-10 წუთი.
ჩავამატოთ თაფლი, შაქარიც, სურვილის შემთხვევაში, ავურიოთ და დავასხათ ფინჯნებში.