ინგრედიენტები
ალუბალი - 3 კგ
შაქარი - 2 კგ
არაყი - გემოვნებით
მომზადების წესები
სამლიტრიან ქილაში ალუბალი ჩაყარეთ, 1 კგ შაქარი დააყარეთ და 0, 5 ლ არაყი დაასხით. ქილა ბამბის ქსოვილით ან მარლით დახურეთ. ლიქიორი 7 დღე დააყენეთ. თან ყოველდღიურად შენჯღრევა არ დაგავიწყდეთ.
7დღის შემდეგ ლიქიორი გადაწურეთ.
სიროფს დარჩენილი შაქარი და არაყი დაუმატეთ, შემდეგ ნარევი შაქრის გახსნამდე გააცხელეთ. ლიქიორი კვლავ ფილტრში გადაწურეთ.
ლიქიორი კიდევ ერთი დღე დააყენეთ, შემდეგ კი ჰერმენტულ ქილებში გადაანაწილეთ. დატკბით ღვთაებრივი გემოთი!