უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილის სტატუსით უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს.
მისი ცნობით, საქმე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისთვის უკანონო ბრძანების გაცემას ეხება. უახლოეს დროში უწყება პოროშენკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინის საზღვარზე მსოფლიოში ცნობილი მხატვრების 43 ნახატის უკანონო გადატანაზე.