სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 428 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 103 შემთხვევა დადასტურდა, 5 223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 227 გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.