კიტრის დამწნილების მეთოდი ვაშლით

კიტრის დამწნილების მეთოდი ვაშლით

ინგრედიენტები

კიტრი - 1 კგ

კამა - 1-2 ღერი

ალუბლის ფოთლები - 3 ცალი

მარილი - 1 ს/კ

წყალი - 0,7 - 1 ლ

ვაშლი - 3-4 ცალი

მოცხარის ფოთლები - 3 ცალი

პირშუშხას ფოთოლი - 1 ცალი

პილპილის მარცვლები - 3-5 ცალი

მომზადების წესები

ყველა მწვანილი, კიტრი და ვაშლი კარგად გარეცხეთ.. კიტრს მოაჭერით ყუნწები, ვაშლი გაჭერით 6 ნაწილად (ამოაჭერით გულები).

სასურველი და შესაფერისი სიდიდის მქონე ჭურჭლის ფსკერზე მოათავსეთ ყველანაირი ფოთოლი და კამის ქოლგები. ზემოდან დაალაგეთ კიტრი და ვაშლის ნაჭრები მონაცვლეობით, ზემოდან დაალაგეთ დარჩენილი მწვანილი.

წყალში გახსენით მარილი, დაუმატეთ პილპილის მარცვლები, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ცხელ-ცხელი მარილწყალი დაასხით კიტრისა და ვაშლის მასას. გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ერთი დღე და ღამე ოთახის ტემპერატურაზე.

კიტრის ხრაშუნა, ნაკლებმარილიაინ მწნილი მზად არის.. სურვილისამებრ შეგიძლიათ დამწნილებისას დაუმატოთ ტარხუნა და ნივრის რამდენიმე კბილი.