ტკბილი წიწაკის მარინადი - ერთხელ თუ გასინჯე, ვერასოდეს დაივიწყებ მის გემოს!

ტკბილი წიწაკის მარინადი - ერთხელ თუ გასინჯე, ვერასოდეს დაივიწყებ მის გემოს!

ინგრედიენტები

ტკბილი წიწაკა - 5 კგ

ქინძი და ნიახური - 200-200 გ

ნიორი - 1 თავი

შავი პილპილის მარცვლები - 10 ცალი

დაფნის ფოთოლი

მარინადისთვის:

ზეთი - 0,5 ლ

წყალი - 0,5 ლ

ძმარი 9% - 100 მლ

მარილი - 3 ს/კ

შაქარი - 100 გ

მომზადების წესები

გაასუფთავეთ წიწაკა თესლისგან, გაჭერით შუაზე ან 4 ნაწილად.

მწვანილი დაჭერით წვრილად, ნიორი თხელ ფირფიტებად.

მარინადისთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დადგით ქვაბით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გათუთქეთ წიწაკა მარინადში 5 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ცხელ-ცხელი წიწაკა გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, დაასხით მარინადი.

გაასტერილეთ სავსე ქილები ქვაბში, რომლის ფსკერზეც ხელსახოცი ან ქსოვილი იქნება მოთავსებული. წყლის ადუღებიდან წიწაკის კონსერვი ასტერილეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი მოხუფეთ.