ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტს, მათ შორის ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. ამის შესახებ BBC წერს.
„ჩრდილოეთ კორეა 9 ივნისს, 12:00 საათზე გაწყვეტს კავშირს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან, რომელიც შენარჩუნებული იყო საკომუნიკაციო ოფისის საშუალებით. შეწყდება კავშირი სამხედროებსა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორისაც“, – ნათქვამია ფეხნიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად სეულის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სააგიტაციო მასალის გაგზავნა დასახელდა.