სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მანე გევორკიანმა განაცხადა.
„24 ივნისს პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება“, - განაცხადა მანე გევორკიანმა.
8 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების 75 სამხედრო მიიღებს.