რეალურად, ეს ფრანგული გალეტაა, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
ცომი
ფქვილი - 200 გ
მწიკვი მარილი
ცივი კარაქი - 80 გ
კვერცხის გული - 1 ც
შაქრის ფხვნილი - 40 გ (1.5 სკ)
ძალიან ცივი წყალი - 30 მლ (1.5 სკ)
შიგთავსი
ხაჭო - 200 გ
კვერცხი - 1 ც
არაჟანი - 50 გ
შაქარი - 1 სკ
სიმინდის სახამებელი - 2 ჩკ
მარწყვი - 400-500 გ
მომზადების წესები
ცივი კარაქი ჩაახეხეთ ფქვილს (დაიხმარეთ ფქვილი, ხშირად ამოავლეთ მასში, რომ გახეხვა გაგიმარტივდეთ).
კარგად გააფხვიერეთ ფქვილი და კარაქი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ცივი წყალი და კვერცხის გული. მოზილეთ ცომი. გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.
ხაჭო გაწურეთ, დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და შაქარი. კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, კვერცხი და კვლავ ამოურიეთ.
ცომი გააბრტყელეთ (დაახლოებით, 35 სმ დიამეტრზე). მიეცით წრის ფორმა. ცენტრში ხაჭოს შიგთავსი მოათავსეთ, თავზე დაჭრილი მარწყვი მოაწყვეთ და ცომს გვერდები ცენტრის მიმართულებით გადაუკეცეთ. სურვილისამებრ, ცოტა შაქრის ფხვნილი მოაფრქვიეთ.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთით.