აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებში სისტემური რასიზმი არ არსებობს.
„ვფიქრობ, აშშ-ში რასიზმი არსებობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სისტემატიურად რასისტულია. მესმის ის უნდობლობა, რომელიც აფროამერიკელებს აქვთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით. ვფიქრობ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ინსტიტუტებში რასიზმი ღიად არსებობდა. 60-იანი წლების შემდეგ რეფორმები ჩავატარეთ, რათა არსებული სიტუაცია კანონს შეესაბამებოდეს“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.