სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები არ არის.
200 მეტი ინფიცირებული პაციენტი თავის რიგს ელოდება.
აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში უამრავი კლინიკაა, რომელიც ცარიელია და რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად არის.
თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი მათ ინფიცირებული პაციენტების მიღების უფლებას არ აძლევს.
მარტიდან პირველ კლინიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებისთვის გამოყოფილი იყო ადგილები, თუმცა სამინისტრო საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებას მოქმედების საშუალებას არ აძლევს.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებენ რეგიონებში განლაგებული სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელი პირებიც. ისინი ამბობენ, რომ მათ ინფიცირებული პაციენტების მიღება შეუძლიათ. თუმცა, ჯანდაცვის მინისტრი, არსენ ტოროსიანი მათ უარს ეუბნება და ინფიცირებული პაციენტების მიღებას უკრძალავს.