კორონავირუსით კიდევ ერთი რუსი დეპუტატი დაინფიცირდა

კორონავირუსით კიდევ ერთი რუსი დეპუტატი დაინფიცირდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი დიმიტრი იონინი აცხადებს, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დეპუტატმა სააგენტო „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა, ის ეკატერინბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

იონინის თქმით, თავს კარგად გრძნობს და ერთადერთი სიმპტომი, რაც აღენიშნება, ხველაა.

დეპუტატი აცხადებს, რომ კოლეგებთან კონტაქტი ბოლოს 27 მაისს ჰქონდა.