ხანუმი - უგემრიელესი აღმოსავლური ღვეზელი

ხანუმი - უგემრიელესი აღმოსავლური ღვეზელი

ინგრედიენტები

ცომი:

კვერცხი - 1 ცალი

წყალი - 100 მლ

ზეთი - 2 ს/კ

ფქვილი - რემდენსაც შეიზელს

გულსართი:

ნებისმიერი ხორცის ფარში - 300 გ

სტაფილო - 2 ცალი

ხახვი - 2 თავი

მარილი

პილპილი

მომზადების წესები

ცომისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთში და მოზილეთ მაგარი ცომი. გააჩერეთ, სანამ გულსართს მოამზადებთ.

მსხვილად გახეხეთ სტაფილო. დაჭერით წმინდად 2 თავი ხახვი და მოხრაკეთ ორივე ინგრედიენტი ზეთში.

ხორცის ფარშს დაუმატეთ სანელებლები: მარილი და პილპილი. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად გახეხილი 1 ცალი კარტოფილი.

ცომი გააბრტყელეთ თხლად, გაანაწილეთ მასზე ხორცის ფარში, ზემოდან კი ბოსტნეულის.

გადაახვიეთ ცომი მჭიდრო რულეტად. მოათვსეთ ორთქლსახარშზე.

წყალში ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, რამდენიმე სურნელოვანი პილპილის მარცვალი, მარილი, ხარშეთ რულეტი 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ თეფზე და მოასხით ზეთი.

სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ან ტომატის სოუსთან ერთად.