უზბეკური ბეშბარმაკი ქათმის ხორცით

უზბეკური ბეშბარმაკი ქათმის ხორცით

მათთვის, ვინც არ იცის, რა კერძია ეს, ავხსნით, რომ ბეშბარმაკი - ტრადიციული ყაზახური კერძია და „5 თითს“ ნიშნავს.

საქმე ისაა, რომ უწინ მას ხელით მიირმთევდნენ და მარლთებიც იყვნენ, ბეშბარმაკი ასე უფრო გემრიელია.

მას ხორცისა და ცომისგან ამზდებენ. გულსართად სხვადასხვა სახეობის ხორცს იყენებენ. ადრე ხბოს ხორცის ბეშბარმაკი გასწავლეთ, დღეს ქათმის ბარკლებისგან მომზადებულს შემგთავაზებთ.

ინგრედიენტები

ქათმის ბარკლები - 1 კგ

ხახვი - 4 თავი

სტაფილო - 300 გ

წყალი - 500 მლ

რძე - 300 მლ

კვერცხი - 2 ცალი

ფქვილი - 600 გ

ზეთი - 100 მლ

ბულიონის კუბიკი - 1 ცალი

მარილი - 2 ჩ/კ

პილპილი - 1 ჩ/კ

მომზადების წესები

დაჭერით ქათმის ბარკლები დიდ ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე კარგად.

აიღეთ ორი თავი ხახვი და დაჭერით წმინდად.  სტაფილოც დაჭერით. მეორე ტაფაში მოხრაკეთ ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ 1 ჩ/კ მარილი და პილპილი.

სქელძირიან, ღრმა ტაფაში ერთმანეთში აურიეთ შემწვარი ხორცი და მოხრაკული სტაფილო და ხახვი. გახსენით ბულიონის კუბიკი 0,5 ადუღებულ წყალში და დაუმატეთ ხორცს და ბოსტნეულს. თუშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთი.

ახლა დროა მოამზადოთ ცომი. ამისათვის ღრმა ჯამში ერთმანეთში აურიეთ რძე, კვერცხი, ფქვილი, 1 ჩ/კ მარილი და ზეთი. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ დაახლოებით 30 წუთი.

მზა ცომი გაყავით 4 თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.

გააბრტყელეთ თითოეული გუნდა 2-3 მმ სისქის მრგვალ ფირფიტად.

დააბლენდერეთ დარჩენილი ხახვი, წაუსვით ცომის ფირფიტას ზეთი, შემდეგ გაანაწილეთ მათზე ხახვის ფაფა.

გადაახვიეთ თითოეული ფირფიტა რულეტად და დაჭერით რამდენიმე ერთნაირ ნაწილად.

დაალაგეთ რულეტები ტაფაზე ხორცისა და ბოსტნეულის თავზე მჭიდროდ და ამზადეთ ბაშბარმაკი კიდევ 30 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხზლე.

სუფრასთან მიიტანეთ გაშლილი თეფშით ისე, რომ ცომი დაბლა მოექცეს, ხოლო ხორცისა და ბოსნტეულის მასა - ზემოდან.