ინგრედიენტები
სოდა - 1 ჩ.კ
ფქვილი - 200 გ
არაჟანი - 150 მლ
კარაქი - 100 გ
შაქარი - 150 გ
კვერცხი - 3
ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 500 გ
ქოქოსის ფანტელი - 2 ს.კ
მომზადების წესები
ათქვიფეთ მიქსერით შაქარი და კარაქი. შეათქვიფეთ კვერცხი და სოდა.
შეურიეთ არაჟანი, ბოლოს კი ფქვილი.
ცომი გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და ზემოდან გაანაწილეთ ალუბლები. მოაყარეთ ქოქოსი და გამოაცხვეთ 180 გრდუსზე 30-40 წუთი