Twitter-მა წაშალა ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაზე საუბრობს

Twitter-მა წაშალა ვიდეო, რომელშიც დონალდ ტრამპი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებაზე საუბრობს

სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ვიდეოჩანაწერი წაშალა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შესახებ საუბრობს. ვიდეორგოლი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის წაშალეს.

ჩანაწერი You Tube-ზეა ხელმისაწვდომი. მასში ნაჩვენებია დემონსტრაციებზე გადაღებული ფოტოები და ვიდეობი, ასევე არეულობები, რომლებიც აქციებს მოჰყვა.

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.