მინეაპოლისის პოლიციის სამ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებული ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, სასამართლომ გირაოს სახით 1 მილიონი დოლარი შეუფარდა.
ყოფილ პოლიციელებს ბრალი ედებათ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის დახმარებასა და თანამონაწილეობაში. მოსამართლე პოლ სკოგინის გადაწყვეტილებით, გირაოთი მათი გათავისუფლება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ თითოეული მათგანი 750 ათას დოლარს გადაიხდის.
3 ივნისს, მინესოტას შტატის გენერალურმა პროკურორმა, კიტ ელისონმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ინციდენტში მონაწილე კიდევ სამ პოლიციელს წაუყენა ბრალი, ხოლო თავად დერეკ შოვინს კი ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობით შეუცვალეს.
აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.