მარტოხელა ხანდაზმულების ნობათებით უზრუნველყოფის კამპანია გრძელდება. ბიზნესსექტორისა და მოქალაქეების მიერ შეგროვილი საკვები პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ასევე, შშმ პირებს გადაეცემათ. აღნიშნული აქციაში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო და ნობათები რაიონში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულ მოქალაქეებს დაურიგეს. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ