ინგრედიენტები
მოხარშული კვერცხი - 6 ცალი
ბეკონი ან ლორი - 100 გ
მოხარშული კარტოფილი - კანიანად, 6 ცალი
მოხარშული ქათმის ფილე - 3 ცალი
ხახვი - 2 თავი
მჟავე კიტრი - ან ქორფა 4 ცალი
მაიონეზი - 200 გ
ბარდა, დაკონსერვებული - 1 ქილა
მწვანილი - მოსართავად
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშული კარტოფილი და კვერცხი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბიკებად.
კიტრი, ხახვი, ქათმის ფილე, ლორი ასევე დაჭერით იგივე ზომის კუბიკებად.
დაჭრილი ინგრედიენტები გადაიტანეთ სასალათეში, დაუმატეთ ბარდა, მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ.
მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით, ოხრახუშით და კამით.